გრიპის ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შედეგად ქვეყანაში, 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაავადების 144 შემთხვევაა კლინიკურად დადასტურებული. გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია და პიკური მდგომარეობისგან შორს არის.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება, როდესაც აუცილებელია პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობა.

მისივე ინფორმაციით, 95% შემთხვევებში H1N1 ვირუსი ცირკულირებს, ამიტომ  პროფილაქტიკის მიზნით იგი მოსახლეობას აცრას ურჩევს.

“ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა, თუმცა  პიკური მდგომარეობისგან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.

მსგავსი თემები