დეოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს​

უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცი​ს ინფორმაცით, დეოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს​.

“პირველად დავაფიქსირეთ ბავშვებთა წამების ფაქტი”- თქვა ომბუდსმენმა და აღნიშნა, რომ კომისიის აპარატმა აღმოაჩინა ცალკე საკანი, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, რუსებს იქ სწორედ ის ბავშვები ჰყავდათ, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ  უკრაინულ ძალებს ეხმარებოდნენ. ოკუპანტებმა მას “ბავშვთა საკანი” უწოდეს.

“რუსმა სამხედროებმა 3 ძალიან თხელი საძილე ტომარა დაყარეს და მას “ბაშვებისთვის გაუმჯობესებული პირობები” უწროდეს”, -ამბობს ლუბინეცი.

გარდა ამისა, ომბუდსმენის ოფისმა დაადგინა, რომ ოკუპანტები ბავშვებს პარქტიკულად არ აჭმევდნენ და წყალს ყოველ მეორე დღეს ასმევდნენ. ბავშვებზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც, ოკუპანტები ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი მშობლებმა მიატოვეს.

“ერთ-ერთი ბიჭი 14 წლისაა, წაიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაფუჭებულ რუსულ ტექნიკას გადაუღო ფოტო ამის შემდეგ ის დააკავეს და წამების გამოყენებით გააჩერეს” – ამბობს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში 10 წამების პალატა აღმოაჩინეს. 4 მათგანი თავად ხერსონშია.

მსგავსი თემები