დღეს მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა, იგი ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა.
მეტრეველი გახმაურებული საქმეების, მათ შორის ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა ავადმყოფობის გამო, ჩამოცილდა.
მოსამართლე 2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.