თეთრი სახლის პრესსპიკერი: “არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს”

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა.

მისი ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

“რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყალბი განცხადება – მან შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა, სიცრუე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენოს. ისინი ასეთ ცრუ საბაბს სამხედრო მოქმედების დასაწყებად ხშირად მიმართავდნენ”, – ნათქვამია  განცხადებაში

 

მსგავსი თემები