მეტროში შშმ პირის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს 25.01.202225.01.2022 მედიაცენტრი მთავარი მეტროსადგურ “ისანში” მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორივე პოლიციელი დაკავებულია. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაკეთდა. ინსპექტორის მოადგილემ გამოძების დეტალებზე ისაუბრა.