გურიაში ბაღის 200-მდე თანამშრომელს ათავისუფლებენ

გურიაში ბაღების 200-მდე თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებენ. მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადა დღეს ამოეწურათ, თუმცა ახალი დოკუმენტი ჯერ არ გაუფორმეს. თანამშრომლები  ეჭვობენ, რომ ისინი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებული არიან.

“ვადა ამოგვეწურა, არავინ არაფერს გვეუბნება, ამ პანდემიის დროს ულუკმაპუროდ გვტოვებენ”, – ამბობს ბაღის თანამშრომელი.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ვერ აკონკრეტებს გაუგრძელდებათ თუ არა ხელშეკრულებები ბაღის მასწავლებლებს. ბაღის დამხმარე მასწავლებლის ანაზღაურება 200 ლარია.

მსგავსი თემები