დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, თანაც ისტორიაში პირველად.
ჩვენებურების პირველი მეტოქე აზერბაიჯანი გახლდათ. მატჩი ერთნაირი დონის გუნდებს შორის წარიმართა და საკმაოდ დაძაბულადაც.
აზერბაიჯანელები 2 უპასუხო გოლით გაექცნენ წინ ქართველებს, თუმცა მატჩის მოტრიალება და მოგება მაინც შევძელით. ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილს ვიკავებთ, პირველზე ესპანეთია, რომელმაც ბოსნიას 5:1 მოუგო.