ფოთის მერია ხანძრისგან დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარება

ფოთის მერიის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალის ოდენობას ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს დახმარებიან.

“ოთხსართულიან კორპუსში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, ანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ. ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს. ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,” – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები