კორონავირუსით 3 656 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 711  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 656  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 066   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  12.31 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  999 343-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.69%.

მსგავსი თემები