ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა – 330, იმერეთი – 213, ქვემო ქართლი – 116, შიდა ქართლი – 98, გურია – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.