„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა” – ყოფილი პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტ აფრთხილებს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო თავის სამშობლოში, უკრაინაში დღეს ბრუნდება. ის ამჟამად პოლონეთში იმყოფება. უკრაინაში ჩასვლამდე კი მოქმედ პრეზიდენტს აფრთხილებს.

„დამაკავებენ? ვამბობ, რომ არა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი თავდაჯერებული ვარ. უბრალოდ დაკავების მიზეზს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავის თავს ზიანს მიაყენებს, თუ ასეთ ვითარებაში მსგავს ზომებს მიმართავს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე ვბრუნდები უკრაინაში, რათა ვიბრძოლო უკრაინისთვის და არა ბატონი ზელენსკის წინააღმდეგ“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

„ისინი შეეცდებიან ჩემს დაკავებას“ – პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინაში ბრუნდება

მსგავსი თემები