,,ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან დაკავშირება არის რუსეთის მხრიდან სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“- გიორგი ვაშაძე

,,ეს არის რუსეთის მხრიდან ღია პროვოკაციული ქმედება და სახეში სილის გაწნა პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით,”-  ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე რუსული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმააც, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება კვლავ გრძელდება.

„ეს, ჩემი აზრით, არის ღია პროვოკაციული ქმედება რუსეთის მხრიდან და ეს არის კიდევ ერთხელ სახეში სილის გაწნა ყველა პრორუსისთვის, პირველ რიგში პრორუსი „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი მეთაურებით, რომლებიც ვერაგად მიაქანებენ ქვეყანას რუსეთისკენ ევროპის ნაცვლად.

ხომ ხედავთ, რამხელა პროვოკაციებს აქვს ადგილი? ჩვენ დაგვიცავს ერთადერთი რამ, ძლიერი თავდაცვა და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ისინი რომლებსაც დღენიადაგ თავს ესხმიან ეს მოღალატეები, რომლებიც მოკალათებულები არიან ხელისუფლებაში. ცალსახად ვამბობ, ეს არის პროვოკაცია და მისი თანაავტორია პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და ყველაფერს აკეთებს, რომ მარტო დაგვტოვოს ამ პროვოკატორ, ტერორისტ სახელმწიფოსთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. დადგება დრო, ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ ამ „ეფესბეშნიკებს“ მოსკოვშიც კი არ შეიფარებენ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები