ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა პორტალი, სადაც დარეგისტრირება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეეძლებათ. პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
„თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ – https://er.moh.gov.ge . ინფორმაცია გადაეცემა 112-ს და დამუშავდება და გადაეცემა ოჯახის ექიმის.”
“პორტალის შექმნაში მონაწილეობა „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო”, – წერია განცხადებაში.