“მიხეილ სააკაშვილმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მგონი მას ფსიქოლოგი სჭირდება”, – ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ციხემ აშკარად უარყოფითად იმოქმედა.
“სააკაშვილის გამოსვლამ ჩემზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მიხეილზე აშკარად ცუდად მოქმედებს პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც ის ციხეს მალევე ვერ დატოვებს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა ცუდ მდგომარეობაშია. ის სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს,”- განაცხადა ელისაშვილმა.