“თავშესაფრებში ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. მისივე თქმით, უკვე დაახლოებით 100 პირია აცრილი.

„თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დაახლოებთ 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც, რა თქმა უნდა, განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას. მობილური ბრიგადა გადის თავშესაფრებში რეანომობილის თანმხლებით, რათა აცრა ჩატარდეს უსაფრთხოდ.

მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფიდან დაახლოებით 50 პროცენტი, ასამდე პირია უკვე აცრილი. ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფარსა და ხანდაზმულთა სახლებში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სრულად იქნება ამოწურული პროცესი. თითო დაწესებულების მოცვას თითო დღე სჭირდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები