“საქართველოში სააკაშვილის უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებას ცდილობენ” – ევგენი გრუშოვეცი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის თქმით, სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართავს და მის წინააღმდეგ განხორციელებული წამების, არაადამიანურ მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის საქმეზე დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ექიმები, ასევე ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას.

“ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდეს და მას უფრო მეტი ზიანი მიადგეს”, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა.

მსგავსი თემები