დედაქალაქის ცენტრში განთავსდეს წარწერა “თავისუფლება” – იდეა თბილისის მერს

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი, ბესიკ ადამია ინიციატივით გამოდის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ განთავსდეს ქართული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლება“. ​

​როგორც ბესიკ ადამიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერიას 4-ჯერ მიმართა.

„თავისუფლების მოედანზე, წმ.გიორგი ქანდაკების ქვეშ და მის გარშემო ადრე 2 მწვანე საფარი იყო, ახლა 4 გახლავთ, საქპატენტში რეგისტრირებული ჩემი იდეა, აღნიშნულ მწვანე საფარში წარმოჩენილიყო სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება და თავისუფლება, რამდენჯერმე დაიწუნეს. „აღორძინდეს საქართველოს” აღსრულება მანამ არ უწერია, სანამ საქართველოს გულში, თბილისში თავისუფლების მოედანზე, ქართული ანბანით ქართული სიტყვა არ ეწერება! მე არ ვარ წინააღმდეგი, მხოლოდ ჩვენი სირცხვილია, რომ ამ ადგილზე დიდ ფორმატში, ქართულ-ლათინური ანბანით, სამწუხაროდ მხოლოდ უცხო-არაქართული შინაარსის სიტყვები: “ქორთიარდ მარიოტი”, “ჯმთ პლაზა” და “მადო” წარმოჩენილან“, – აცხადებს ბესიკ ადამია.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაზე თანხმობა მიიღო თავად წმინდა გიორგის ძეგლის ავტორისგან, რუსეთში მოღვაწე ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლისგან.

„თბილისის მერიაში წარვადგინე ზურაბ წერეთელის თანხმობა, რომელთან დასაკავშირებლად რუსეთის კულტურის მინისტრს ოფიციალურად, წერილობით მივმართე. მისგან თანხმობა  მალევე ჩამომივიდა“, – აცხადებს იდეის ავტორი.

ბესიკ ადამია პრეზიდენტობის კანდიდატებს: სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძესას მიმართავს თხოვნით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას.

 

მსგავსი თემები