თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომა გამოსწორებულია

​ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა გამოასწორა.

როგორც „მედიაცენტ მთავარს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, შეცდომა მარტო ერთგან იყო გაპარული, რაც ოპერატიულად გამოსწორდა.

ლითონის ფილებზე, რომლებიც ხიდის იატაკს წარმოადგენს, ქალაქისა და თეთრი ხიდისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამებია ამოტვიფრული, სადაც დაშვებული იყო შეცდომა. კერძოდ, ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” “მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”, – რომელზეც ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული.

​როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ეს ტექნიკური სახის შეცდომაა და შექმნილი უხერხულობისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან.

მსგავსი თემები