ნიკანორ მელია სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ამ წუთებში, პრეზიდენტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკანორ მელიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს, სადა  ერთ-ერთი სასაუბო თემა მიხეილ სააკაშვილი იქნება.

ნიკანორ მელიას, ორბელიანების სასახლეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

დღეს, პრეზიდენტს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. კერძოდ, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია „ეროვულ თანხმობაზე“ რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თანხმობა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ვერ გამოვა.

მსგავსი თემები