“ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია” – აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა და განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ის არ ეთანხმება ჯგუფური მკვლელობის ვარიანტს და აცხადებს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.

“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ.

ხოლო რაც შეეხება მეორე მბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ეს უკანასკნელი  თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. კავილაძემ უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.

კავილაძე მიიჩნევს, რომ დამნაშავე მხოლოდ იმაშია, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.

შეგახსენებთ, ორივე ბრალდებული პოლიციამ წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა.

 

მსგავსი თემები