“ბუნებით მაქსიმალისტი ვარ” – ახალი ჯანდაცვის მინისტრი თანამშრომლებს პირველად შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. ყოფილმა მინისტრმა მოქმედს წარმატებები უსურვა და უთხრა, რომ  სამინისტროში დიდ გამოცდილებას მიიღებს.

,,მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

,,ჩემთვის დიდი პატივია, ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით, ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“,-  აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები