„დიდი ფასის გადახდა მოუწევს დამნაშავე მხარეს“ – შარლ მიშელი უკრაინაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უკრაინაზე განხორციელებულ აგრესიას სათანადო რეაგირება მოჰყვება. მისივე შეფასებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილი და დადასტურებულია.   

„ევროპული საბჭოს სხდომა დაუბრუნდება ამ საკითხს და განაცხადებს ყველა პარტნიორთან ერთად – ნატო-სა და დიდ შვიდეულთან, აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი ბელორუსიის საკითხსაც ზოგადად შეეხო და დარბაზში ბელორუსიისთვის განკუთვნილი ადგილზე მოპკლე შეფასებაც გააკეთა.

„სიმბოლურად, დარბაზში ცარიელი სავარძელი იდგა. ის ბელარუსს ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბელარუსი ხალხის მიმართ აღებული ვალდებულებები უკან წავიღეთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მოსაზრებაზე, რომ ბელარუსი ხალხი იმსახურებს დემოკრატიულ მთავრობას და არ დავიღლებით პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით“, – განაცხადა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები