„კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები“ – შარლ მიშელი  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობის ძირითად პრინციპად კანონის უზენაესობას, ჯეროვან მმართველობასა და  ფუნდამენტური უფლებებს ასახელებს. როგორც შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს  ოთხი პუნქტი დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„კანონის უზენაესობა, ჯეროვანი მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს ფასეულობები არის ევროკავშირის ამბიციების საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობაში. მეორე, რასაც დეკლარაციაში იხილავთ, ეს სამიტი არის შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ აუცილებელი რეფორმების პროცესს. რეფორმებისას, რომელიც აუცილებელია ამ პარტნიორობის მომავლისკენ მისამართად.

მესამე ეს არის ინვესტირების პაკეტი. ჩვენ ვართ სერიოზული, სანდო. ერთი წლის წინ ევროკავშირმა დაამტკიცა მომავალზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ჩვენ ახლა ჩვენს ვალდებულებებს კონკრეტულ პროექტებში გარდავქმნით. მეოთხე კი, უსაფრთხოებაა“ – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები