“ომიკრონის” შტამი არ დადასტურდა  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის არსებობას არ ადასტურებს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  

რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, რომელიც არ დადასტურდა.

„ომიკრონი”, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდა ნოემბრის 8 რიცხვიდან,  63- ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. არის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ თუ გვაქვს საქმე „ომიკრონის” შტამთან. ჯერჯერობით, შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მისი თქმით, საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო. ასევე, მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება “ომიკრონთან” მიმართებით, განსაკუთრებით მესამე “ბუსტერ” დოზაზე”,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები