“ჩემი დამოკიდებულება იმ ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს არსებული პოლიტიკით, კრიტიკულია” – გია ჟორჟოლიანი

“ჩემი დამოკიდებულება იმ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს საქართველოში, ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკით, არის კრიტიკული”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ ლიდერად, პასუხად განაცხადა. 

როგორც ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, იმ პოლიტიკას, რომელსაც ბიზნესმენები ადგანან, ის მხარს არ დაუჭერს. 

“პიროვნულად არავისზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მაგრამ ეს პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ბანკები სრულად უნდა აღმოჩნდნენ რეგულაციებში.  სამომხმარებლო კრედიტებით მიღებული შემოსავლები არ შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი შემოსავალი ქვეყანაში. სექტორი უნდა განვითარდეს, ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა, თან ისე, რომ აქედან სარგებელი ნახოს მოსახლეობის უმრავლესობამ. ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ბანკების მესვეურები ან მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ადგანან, ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს, ამიტომ, ისევე როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ამასაც მხარს არ დავუჭერ”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები