41 მახათი პროკურატურასთან

ამ წუთებში საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორების ახალგაზრდები და სტუდენტები არიან, რომლებმაც პროკურატურის შენობასთან პლაკატები და მახათები მიიტანეს.

„41 მახათი შოთაძეს“ – ეს არის აქციის სლოგანი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ მახათებს რა დანიშნულებით გამოიყენებენ, მათი გადასაწყვეტია. მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აქციის ორგანიზატორები “მიშას სექტორის” წარმომადგენლები არიან.  

მსგავსი თემები