მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, შეხვდეს საზოგადოებას და მათი აზრი მოისმინოს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს, ხალხი აზრი მოისმინოს.

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა “ინკლუზიურ პროცესებზე”, ეს პრაქტიკულად განხორციელდება.

ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“, – ასეთია მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი.

მსგავსი თემები