„ძალიან დიდი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის გადაღლილობა, ადამიანებს უჭირთ ძალების აღდგენა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში,“  ქვეყანაში პანდემიის მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი არასაკმარისია.  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი სამედიცინო პერსონალის გადაღლილობა დაასახელა.

„ძალიან დიდი პრობლემა ჩნდება მედპერსონალის გადაღლილობასთან და რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებით. მედპერსონალის შეცვლა ვერ ხერხდება ქვეყანაში და არსად მსოფლიოში. კოვიდ პანდემიის დროს ერთი და იგივე ადამიანები ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემასთან, რაც ადამიანური რესურსის მხრივ, პრობლემას ქმნის. ადამიანებს უჭირთ ძალების აღდგენა“  – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები