ამერიკის ელჩი იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია.     

„იმედგაცრუებული ვართ, რომ პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება, ეს არ ხდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის 5 ადგილი ვაკანტურია, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და არავინ ჩქარობს, არადა, ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში. ეს პროცესი რთული ასახსნელია. გასათვალისიწინებელია ისიც, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:  ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

მსგავსი თემები