“მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია” – მიხეილ სააკაშვილი

გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ გიორგი სანაიას იცნობდა.

„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ.

ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში.

იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები