მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმე განიხილებოდა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტი ეტაპირება კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხდება, სადაც ის 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 

სასამართლო პროცესი, რომელიც 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს ეხება დასრულებულია, მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს 11:00 საათზე  გაიმართება. 

მსგავსი თემები