საქართველოს პარლამენტი, უკანა შესასვლელის მხრიდან რკინის ღობით გაამაგრეს. რკინის კონსტრუქციები მთელ პერიმეტრზეა განთავსებული და ის, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
ოპოზიცია, თავისუფლების მოედანზე, 20:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. მათი მოთხოვნაა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეზღუდულია და ზომები გამკაცრებული.