აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 49 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იგი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს თანმდევი დაავადებების არ ჰქონდა და ის მართვის სუნთქვაზე მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული. „კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმმა მიშა მჟავანაძემ.

მეტი...

ლილოს დასახლებაში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 15 მილიონი ლარია

ლილოს დასახლებაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დამწვარია 1000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ტერიტორია. მფლობელებს მდგომარეობის შესამოწმებლად საკუთარ ფართებში შესვლის უფლება დღეს მისცეს. თითქმის ერთი საათია, დაზარალებულების ნაწილი საკუთარ ფართებში არიან შესულები და გადარჩენილ ნივთებს ეძებენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.  “ძალიან ბევრია ზარალი, შეიძლება მთლიანობაში 15 მილიონ ლარსაც კი აღწევდეს, იმხელა ზარალია. ყველას წინასაახალწლოდ მოგეხსენებათ, ბაზრობაზე მოვაჭრეებს მაქსიმალურად ჰქონდათ საქონელი შემოტანილი რომ გაეყიდათ, მაგრამ ახლა დაემთხვა პანდემია, ჩაიკეტა ბაზრობა, ვერ იმუშავეს და ეს დასაწყობებული საქონელი დარჩა და ამას მოჰყვა კიდევ ცეცხლი, რამაც გაანადგურა. 16 საწყობია თუ სწორად მახსოვს დამწვარი და განადგურებული,“…

მეტი...

„თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“ – ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაზე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი მმართველი გუნდის შეთავაზებას დათანხმდება და პარლამენტში შევა. „კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 “ოპოზიციონერის” კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 729 თბილისში, 673 იმერეთში, 339 კი აჭარაში გამოვლინდა

“კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 729 თბილისში, 673 იმერეთში, 339 კი აჭარაში გამოვლინდა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ორთვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 „პისიარი“. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 576-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი. 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 141 392 გამოჯანმრთელდა, 1 576 კი, გარდაიცვალა. „ორთვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  16 646 ტესტი, აქედან 11 400  ანტიგენი და 5 246 PCR. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების  4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების…

მეტი...

„ვინც ამ ერთობას დაანგრევს, საკადრის პასუხს მიიღებს“ – დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის ერთობის დამრღვევებს აფრთხილებს და ამბობს, რომ ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ. „გამოყენებული აგენტის იარლიყი ადვილად არ ირეცხება… თუ „ოცნება“  მოახერხებს და  ერთ- ორ კაცს  მაინც  თუ გადაიბირებს, ჯერ ერთი,  მათ ხალხიც დასცინებს და თვითონ ხელისუფლებაც. პირადად მე კი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვინც ამ ერთობას დაანგრევს, საკადრისი პასუხი მიიღოს და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ. რადგან ისინი  საკუთარ  ინტერესებზე ცვლიან სახელმწიფოს ინტერესებს  და მათი ადგილი პოლიტიკაში კი არა,  საზოგადოებაშიც არ უნდა იყოს! რადგან ეს არის ბრძოლა ქვეყნის, ძალაუფლების მიტაცებას და ქვეყნის დაბრუნებას შორის“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მეტი...

მცხეთა-მთიანეთში “კოვიდ ტესტი“ 2378 მოქალაქეს ჩაუტარეს

სახელმწიფოს დაფინანსებით კორონავირუსზე დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის მხარეში  მოქალაქეების მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება. რეგიონის მასშტაბით გასული ოთხი დღის  განმავლობაში მედიკოსებმა საერთო ჯამში  2378 მოქალაქეს ჩაუტარეს  ტესტი. აქედან, კორონავირუსი 425 პირს დაუდგინდა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტესტის  ჩატარება  უფასოა და რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტშია  (დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, მცხეთა, წეროვნის დევნილთა ჩასახლება) შესაძლებელი. მოქალაქეებს სპეციალისტები მოემსახურებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ყოველ დღე მათ შორის არა სამუშაო დღეებშიც. მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ვირუსის მასიურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  უფრო მეტად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული  ტესტი, რომელიც სრულად უფასო და უსაფრთხოა.

მეტი...