ლილოს დასახლებაში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 15 მილიონი ლარია

ლილოს დასახლებაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დამწვარია 1000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ტერიტორია. მფლობელებს მდგომარეობის შესამოწმებლად საკუთარ ფართებში შესვლის უფლება დღეს მისცეს. თითქმის ერთი საათია, დაზარალებულების ნაწილი საკუთარ ფართებში არიან შესულები და გადარჩენილ ნივთებს ეძებენ.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 

“ძალიან ბევრია ზარალი, შეიძლება მთლიანობაში 15 მილიონ ლარსაც კი აღწევდეს, იმხელა ზარალია. ყველას წინასაახალწლოდ მოგეხსენებათ, ბაზრობაზე მოვაჭრეებს მაქსიმალურად ჰქონდათ საქონელი შემოტანილი რომ გაეყიდათ, მაგრამ ახლა დაემთხვა პანდემია, ჩაიკეტა ბაზრობა, ვერ იმუშავეს და ეს დასაწყობებული საქონელი დარჩა და ამას მოჰყვა კიდევ ცეცხლი, რამაც გაანადგურა. 16 საწყობია თუ სწორად მახსოვს დამწვარი და განადგურებული,“ – ამბობს ექსპერტი. 

მსგავსი თემები