მცხეთა-მთიანეთში “კოვიდ ტესტი“ 2378 მოქალაქეს ჩაუტარეს

სახელმწიფოს დაფინანსებით კორონავირუსზე დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის მხარეში  მოქალაქეების მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება. რეგიონის მასშტაბით გასული ოთხი დღის  განმავლობაში მედიკოსებმა საერთო ჯამში  2378 მოქალაქეს ჩაუტარეს  ტესტი. აქედან, კორონავირუსი 425 პირს დაუდგინდა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტესტის  ჩატარება  უფასოა და რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტშია  (დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, მცხეთა, წეროვნის დევნილთა ჩასახლება) შესაძლებელი. მოქალაქეებს სპეციალისტები მოემსახურებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ყოველ დღე მათ შორის არა სამუშაო დღეებშიც.

მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ვირუსის მასიურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  უფრო მეტად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში და გაიკეთონ ანტიგენზე დამყარებული  ტესტი, რომელიც სრულად უფასო და უსაფრთხოა.

მსგავსი თემები