აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 49 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იგი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს თანმდევი დაავადებების არ ჰქონდა და ის მართვის სუნთქვაზე მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

„კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმმა მიშა მჟავანაძემ.

მსგავსი თემები