„ვინც ამ ერთობას დაანგრევს, საკადრის პასუხს მიიღებს“ – დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის ერთობის დამრღვევებს აფრთხილებს და ამბობს, რომ ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ.

„გამოყენებული აგენტის იარლიყი ადვილად არ ირეცხება… თუ „ოცნება“  მოახერხებს და  ერთ- ორ კაცს  მაინც  თუ გადაიბირებს, ჯერ ერთი,  მათ ხალხიც დასცინებს და თვითონ ხელისუფლებაც. პირადად მე კი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვინც ამ ერთობას დაანგრევს, საკადრისი პასუხი მიიღოს და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ.

რადგან ისინი  საკუთარ  ინტერესებზე ცვლიან სახელმწიფოს ინტერესებს  და მათი ადგილი პოლიტიკაში კი არა,  საზოგადოებაშიც არ უნდა იყოს! რადგან ეს არის ბრძოლა ქვეყნის, ძალაუფლების მიტაცებას და ქვეყნის დაბრუნებას შორის“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები