საკუთარ სახლთან ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

ქვემო ფონიჭალაში 39 წლის მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს.  ის „ნიუ ჰოსპოტალში“ გადაიყვანეს თუმცა, მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს გარდაცვლილის ახლობლები დაპირისპირების მიზეზს ვერ ასახელებენ. როგორც ცნობილია, მამაკაცი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში, ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. გურამიშვილის #6-ში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ტერიტორია უკვე დატოვეს.  

მეტი...

“ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს” – ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების პროცესზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იყო და იმედის იტოვებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე შეთანხმება შედგება. „განწყობა იყო საქმიანი. საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია.დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში. შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის „წითელი ხაზები“ არსებობს. ეს „წითელი ხაზები“ უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც არ არის ბევრი…

მეტი...

“განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხლავს” – არჩილ თალაკვაძე

“დღევანდელი შეხვედრა არის შეთანხმებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ შევძელით და კიდევ ერთხელ დავაახლოვეთ პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ემსახურება” – ამის შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხილავს. “ეს შეხვედრა ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას უკავშირდება , რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და…

მეტი...

პანდემიის გამო, სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდება

„კოვიდ 19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი სასკოლო არდადეგები ყველაზე ხანგრძლივი იქნება. კერძოდ, ზამთრის დასვენება 31 იანვრიდან დაიწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება. „არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18  იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” –  აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში. რაც შეეხება  არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის განახლებას,  სამინისტროს განცხადებით,  ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

მეტი...

“რაღაც პატარა კვირტები თითქოსდა გამოისახა” – შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მესამე რაუნდის დამთავრების შემდეგ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არის გარკვეული პოზიტიური წინადადება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების კუთხით. თუმცა, შალვა ნათელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ძირითადი მიზანი ხელახალი არჩევნებია.  მისივე თქმით, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი შედგება, რადგან ასეთ რთულ საკითხზე შეთანხმება მარტივად ვერ მოხდება.  “მესამე რაუნდი შემდგომ, გველოდება მეოთხე რაუნდი. მოლაპარაკება ასეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა ახალი არჩევნები გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, რთულია. უცებ არ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, ჩვენ ეს გვესმის, თუმცა, ხალხის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გასწორდეს გამრუდებული ისტორია და ხალხს მიეცეს უფლება, ჰყავდეს…

მეტი...

“ვაიმე, თუ დაემართა, რა უნდა ვქნა?!” – ლევან რატიანი „კოვიდ 19“-ზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს. მისი შეფასებით, მსოფლიო უამრავ მძიმე დაავადებას მოერია და ამასაც მოერევა. „თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, როგორც ამბობენ ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება. „კოვიდ 19“ მყარ იმუნიტეტს უტოვებს ადამიანს მისი გადატანის შემდეგ. მსოფლიოს უამრავი დაავადება აქვს გადატანილი, მათ შორის,  წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია. ერთად დგომითა და  მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით. მართალია, ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ,  ვაიმე თუ დაემართა, რა უნდა ვქნა? მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა…

მეტი...

„სამწუხაროდ მთავარ საკითხებზე კომპრომისი, ჰორიზონტზე არ ჩანს“ – გრიგოლ ვაშაძე

„ქართული ოცნების“ მხრიდან არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. ვაშაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა  აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს: „დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით ფასილიტატორების თხოვნის გამო, სამწუხაროდ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. ელჩებმა გვითხრეს, რომ საღამოს დაგვიკავშირდებიან,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, რამდენიმე საათი მიმდინარეობდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდი, რომელსაც ელჩებიც ესწრებოდნენ.

მეტი...

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი – 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. „მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე…

მეტი...

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.  “ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არ არის. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. დამწვარია, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი. ინახებოდა შერეული საქონელი – როგორც პლასტმასა, ისე საავეჯო ტექნიკა. იყო გარკვეული რაოდენობის პიროტექნიკაც. როდესაც ხანძარი იქნება სრულად ლიკვიდირებული, შემდეგ შევა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ზარალს. ხანძრის სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა ოთარ კერესელიძემ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე…

მეტი...

“მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გამოტანა, რითაც ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნება” ოპოზიციას დიალოგის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დეტალების გასაჯაროება კონკრეტული პოლიტიკოსების არასანდოობაზე მიუთითებს. “შეთანხმება სანამ ბოლომდე არ იქნება მიღწეული და ხელმოწერილი, მანამდე დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირებენ, ჯერ ერთი, ხელისუფლებას, მთავრობას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, ვიღაც გაათავისუფლოს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს,”- აცხადებს კახა კალაძე.  მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას ადანაშაულებს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებში, რომლის მიხედვითაც…

მეტი...

“ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი” – კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტზე

“წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა?” – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პარტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას? კახა კალაძის განცხადებით, ის ამ საკითხში ვერანაირ პრობლემასა და კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს. „უტა ივანიშვილის მიერ რუსული პარტის ქონა დანაშაულია? რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას” – ინფექციონისტის განმარტება

„ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას”   – ამის შესახებ, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი: „ის რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი. სინამდვილეში ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის…

მეტი...

6 დეკემბრამდე ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. „მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 510 ტონა), უკრაინასა (3 121 ტონა) და სომხეთში (2 556 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ყაჩაღობა ხობის მუნიციპალიტეტში – დამნაშავეებმა ქალი დააუთოეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. “გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში ღამის 4 საათზე შეიჭრნენ, სადაც ასაკოვანი ქალი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს. სავარაუდოდ თავდამსხმელებმა ქალს სცემეს და დააუთოეს. შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 179-ე ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს” – ივანე მაჭავარიანი

“დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს,” – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხებოდა. მისივე თქმით, არანაირი კომეპნსაციები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არცერთ უწყებაში არ გაიცემა. „თუ რაღაც დოკუმენტაცია არის შესაბამისად მოსაწესრიგებელი ან რაღაც სხვა ტიპის ბაზაა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს ფორმის საკითხი შეიძლება იყოს. ხშირად არის როცა აუდიტის სამსახური რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ხოლმე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე. ეს არის მათი ფუნქცია, სწორია, მაგრამ შინაარსობრივად არ მგონია, რომ უსაფუძვლო დანამატი ყოფილიყო”,…

მეტი...

“კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული” – ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული. როგორც ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მონაცემები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალევე დაიწყება კომპენსაციების გაცემა. „კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, იმათ, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა. საკმაოდ მარტივი ფორმაა შესავსები, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე მისი პირადი მონაცემები და რაც მთავარია, საბანკო ანგარიში, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ამ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა. მინდა შევახსენო ყველას, რომ…

მეტი...

“სამიზნე გვაქვს ის, რომ ამ კვირის განმავლობაში გავიდეთ ყოველდღიურად 20 000 ტესტზე” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს. გამყრელიძის თქმით, ტესტირება უფასოა. “ჩვენ დაახლოებითი სამიზნე გვაქვს ის, რომ ამ კვირის განმავლობაში გავიდეთ ყოველდღიურად 20 000-ზე, ანუ, გავაფართოვოთ მაქსიმალურად ტესტირება, ძირითადად პისიარი და პლუს- ანტიგენზე დამყარებული ტესტები და ამის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადრეულ ეტაპზე გამომავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ,…

მეტი...

„დეკემბერი – იანვარი იქნება მძიმე, სასურველია მრევლი, წირვის დროს იყოს გარეთ“ – ამირან გამყრელიძე

„საეკლესიო პირები, ისეთივე საზოგადოების წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი, აუცილებელია შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ზამთრის ორი თვე გაცილებით მძიმე იქნება, რადგან, მისივე თქმით იმატებს სხვა ვირუსების რიცხვიც. გამყრელიძე ყურადღებას ეკლესიაზე ამახვილებს და მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს: „დეკემბერი – იანვარი იქნება ძალიან მძიმე, იმატებს სხვა რესპირაციული ვირუსებიც. დისტანცია, ხელების დამუშავება პირბადე, ყველა ამ დაავადებისთვის ერთი და იგივე რეკომენდაციია, ვთხოვ მრევლს დაიცვან ის რეკომენდაციები,  რომელსაც ვიძლევით, ასევე სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ, ვიდრე…

მეტი...

“ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 445 თავისუფალი საწოლია. როგორს ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შაბათ-კვირას ტესტირების კუთხით აქტივობა დაბალია, თუმცა ასევე ნაკლები, 25% არის ინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებელი. „დღეის მდგომარეობით ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. იცით, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, თუმცა ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოვლენა საკმაოდ დაბალია. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. დღეს გვყავს 3988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში 83% არის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.…

მეტი...

“ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი არ დასრულდება, ხოლო კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. ამის შესახებ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის…

მეტი...

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 855 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 70 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 785 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

მეტი...

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. “სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს,” – წერს დეკანოზი. “მედიაცენტრი მთავარი” უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მრევლსა და სასულიერო საზოგადოებას მამაოს გარდაცვალებას. მამა დავთი “მედიაცენტრი მთავარის” სტუმარი არაერთხელ ყოფილა, მისი გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 060 თბილისში, 337 აჭარაში, 397 კი იმერეთში გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 137 499-მდე.…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 540-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი. 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა,“ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში…

მეტი...

ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას

ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი ფასილიტატორი აცხადებს, წინ რთული პროცესია, მაგრამ მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული. “ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ მოლაპარაკებების ბოლო კვირის მოახლოებასთან ერთად, პარლამენტის შეკრებამდე, წინ რთული დისკუსია გველის. ამ საკითხში რეალისტები უნდა ვიყოთ. ფასილიტატორებმა წარმატებას მივაღწიეთ იმ გაგებით, რომ მოვახერხეთ სხვადასხვა მხარეების ერთად შეკრება სალაპარაკოდ, ბევრი კარგი იდეა დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდაზე, ჩვენს წინ გარკვეული მენიუა. ამავდროულად, კი ახლა სიმართლის დრო დადგა, დიალოგის ყველა მონაწილემ ახლა მართლაც მონდომებით და ბევრი უნდა…

მეტი...

პატრიარქთან შეხვედრა შეიზღუდა

„კოვიდ 19“-ს პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სტუმრობა და ყველა სახის შეხვედრა აკრძალულია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით,  რეკომენდირებული ზომები პატრიარქის უსაფრთხოებას უკავშირდება. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, – განმარტავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მეტი...

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ დღეს შედგება. მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებისთვის წარსადგენ შეთავაზებებმზე მსჯელობდა. შეთანხმება საიდუმლო იყო, თუმცა ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა მედიაში მაინც გავრცელდა – ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტმატიმრების გათავისუფლება. ოპოზიცია გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისგან თავს იკავებს. ისინი მორიგ შეხვედრაზე საკითხს დააყენებენ, რომ მათი მოთხოვნები გასაჯაროვდეს, რათა ამაზე სიღმისეული ლაპარაკის შესაძლებლობა ჰქონდეთ. “თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიცურ პარტიებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება,” – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა ასეთია:…

მეტი...

ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქართველი ბიზნესმენი, ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ვახტანგ ფხაკაძეს კორონავირუსი ჰქონდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- ნათქვამია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ სამძიმრის წერილში. „ინტერპრესნიუსი“ „ლუტეციას“ დაუკავშირდა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში…

მეტი...

„კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ „კოვიდ 19“-ის გამო დღესასწაულების აღნიშვნის წესი უნდა შეიცვალოს.   „ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან რისკის ფასად. „კოვიდ 19“ შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ შემდეგია: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური…

მეტი...

ლოლოს საწყობში ხანძარია

ამ წუთებში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც საწყობებია განთავსებული, ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 10-მდე სახანძრო ეკიპაჟი. ჭირნახულის #9-ში განთავსებული სასაწყობე ინვენტარის ნაწილი განადგურდა. დაშავებულები არ არიან.

მეტი...