რუსეთში, მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ.
საქმე ეხება 2 იანვარს, დუბაიში საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელმა მელაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „Слава Україні!“, რაზეც მელაძემ „Героям слава!“ უპასუხა.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს “პირუტყვობას”, “სიმახინჯეს” და “ღალატს” და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.
მელაძისთვის წოდებების და მოქალაქეობის ჩამორთმევა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთის” თავმჯდომარე სერგეი მირონოვმაც მოითხოვა.