საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 540-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი.

6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები