“ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი” – კახა კალაძე უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტზე

“წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა?” – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პარტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას?

კახა კალაძის განცხადებით, ის ამ საკითხში ვერანაირ პრობლემასა და კითხვის ნიშნებს ვერ ხედავს.

„უტა ივანიშვილის მიერ რუსული პარტის ქონა დანაშაულია? რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ; უტა ივანიშვილს რომ რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები