ევროპარლამენტარების რჩევაა, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა მოგვარდეს

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს რეკომენდაციით მიმართავენ მოაგვარონ პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებულ გავლენასთან კომპრომისულ ცვლილებებში, რომელიც ევროდეპუტატებმა დღეს მიიღეს, სწორედ აღნიშნული საკითხია ხაზგასმული.

“[ევროპარლამენტი საქართველოს] ურჩევს, სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან”, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კომპრომისულ ცვლილებებში, რომლის მიღებაც დღეს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 47 ხმით დაუჭირა.

 

მსგავსი თემები