უკრაინა რთული ზამთრისთვის გათბობის მარაგს ავსებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველამ იცის, რომ ზამთარი ომში მყოფი ქვეყნისთვის რთული იქნება. შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მაქსიმუმს აკეთებენ, რომ გათბობის საშუალებები დაზოგონ და რთულ ზამთარს შედარებით გამართულები შეხვდნენ.

გაზსაცავების შევსება გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია გვაძლევს საშუალებას, იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია”, – აღნიშნა დენის შმიგალმა.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპისთვის საკმარისი მარაგი არსებობს.

„რესურსები საკმარისად გვაქვს დაგროვილი და საკვანძო გამოწვევად სწორედ რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამიზნული დაზიანებები რჩება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები