,,რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ ბუნებრივ აირის ფასების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა საკმარისად ძლიერია,  რომ რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებელი გახდეს.

„რუსეთის შანტაჟის გამო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრში 3 300 დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ამ ნამდვილად ანტიევროპულ პოლიტიკას დამანგრეველი ხასიათი აქვს, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში თავად რუსეთისთვისაც. ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთი, როგორც მოთამაშე, აღარ იქნება. თუ ვინმეს რუსეთში ჰგონია, რომ წელს ზამთარში დააჩოქებს ევროპას მთლიანად, ან უკრაინას ან ცალკეულ სახელმწიფოებს, ცდება. ეს წამგებიანი გათვლაა. ევროპა საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთის ენერგოსისტემიდან, რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებელი გახდეს და არ დანებდეს ენერგეტიკული ტერორისტების შანტაჟს „გაზპრომიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები