„მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიზანი, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს უცვლელია. კანცლერმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პუტინის ომია და არა რუსების.

„მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დევს ფსონზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ არ მიაწვდის უკრაინას ისეთ შეიარაღებას, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანის საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, ეს არის პრინციპი, რომელსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, სხვები რას აკეთებენ. რაც შეეხება საკითხს, რომელიც ახლა განიხილება, ვიზების გაცემის საკითხს, ყოველთვის შეიძლება, დეტალებს შეხედო და გაუგო რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს. მაგრამ, ეს პუტინის ომია და არა რუსების. განზოგადება არასდროს არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები