ატომური ელექტროსადგური ამუშავდა – რადიაციის საფრთხე მოხსნილია

უკრაინა და მსოფლიო რადიაციულ კატასტროფას გადაურჩა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, რომელიც გათიშული იყო, ამუშავდა,  უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, ატომური სადგური დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს.

ამ ეტაპზე, სადგური მიერთებულია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია.

შეახსენებთ, რომ ატომური სადგურის გაჩერებასთან დაკავშირებით მიმართვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაავრცელა და აღნიშნა, რომ  რუსული ჯარების ტერიტორიაზე ყოფნა გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკია.

„ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო, რადიაციული ავარია მოხდებოდა“ – უკრაინა რადიაციულ დაბინძურებას გადაურჩა

მსგავსი თემები