რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მიკროავტობუსის მძღოლის განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მას გზა გადაუჭრა, მან კი საჭე ვეღარ დაიმორჩილა.