,,ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია”- კელი დეგნანი

,,ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა,

ელჩმა კომუნიკაციების კომისიის მიერ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ გაფრთხილების, ხოლო „მთავარი არხი“ დაჯარიმების ფაქტი შეაფასა.

„ეს მართლაც სამწუხარო განვითარებაა. სინამდვილეში, ეს არის სიტყვის თავისუფლების საკითხი და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, იმ შეხედულებების, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირითადი პრინციპია. სწორედ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე, ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ეს არის უფლება, რომელიც ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები