ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მიკროავტობუსი მანქანას შეეჯახა და ამობრუნდა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა 5 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მიკროავტობუსის მძღოლის განცხადებით, მსუბუქი  ავტომობილის მძღოლმა მას გზა გადაუჭრა, მან კი  საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

მსგავსი თემები