,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს”- გიული ალასანია

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას,”– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიდევ დაკარგა გონება.

„ძალიან ცუდად არის. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. გუშინაც იყო, ხვალაც იქნება, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რადგან არ ვიცი, როდემდე გაძლებს ეს ადამიანი“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები